„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სხვა პარტიაში გადასვლას არ გეგმავს, პოლიტიკაში რჩება და საქმიანობას პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
მიიღო თუ არა მან საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ხატია დეკანოიძემ უპასუხა:
„ამაზე ნაფიქრი მაქვს... ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე უნდა დასრულდეს ეტაპი ჩემი და პარტიის ურთიერთობის და რაღაც ეს შეუთანხმებლობები, რომლებიც მაქვს... ბოიკოტიც ერთ-ერთი იყო... რაღაცნაირად, ეს მომენტი უნდა დადგეს ძალიან მალე. ვერ გეტყვით დროს და მომენტს.
პოლიტიკიდან არ ვაპირებ წასვლას ნამდვილად. ასეთი გადაწყვეტილება, როცა ოფიციალურად დადგება, არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლები შეიძლება, გავაკეთო მიხეილ სააკაშვილისთვის ან ნიკა გვარამიასთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ინფორმაციისთვის, ხატია დეკანოიძე პარლამენტის ბოიკოტს არ ემხრობა.
შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვა.